კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!
  1. პრეამბულა

 

„მიმწოდებელი“ და „მომხმარებელი“ ცალ-ცალკე წოდებულნი როგორც „მხარე“, ხოლო ერთობლივად - როგორც „მხარეები“.

  1. ზოგადიდებულებანი

2.1   კომპანიაში განხორციელებული ყველა შეკვეთა რეგულირდება დებულებებში მოცემული წესებისა და საბანკო პირობების მიხედვით.

2.2   მომხმარებელი ყურადღებით უნდა გაეცნოს წინამდებარე წესებს და პირობებს. ვებ-გვერდის გამოყენების შემთხვევაში, მომხმარებელი ეთანხმება ქვემოთ მოცემულ ყველა წესსა და პირობას.

2.3   წინამდებარე პირობებზე თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით მომხმარებელი თანხმობას აცხადებს, რომ  უფლებამოსილებას ანიჭებს კომპანიას  მასზედ, რომ კომპანიის მიერ საკუთარი შეხედულებისამებრ ნებისმიერ დროს და ნებისმიერი რაოდენობით, ნებისმიერი წყაროდან გამოთხოვნილ და მიღებულ იქნას მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია, მათ შორის პერსონალური მონაცემები, მისი გაცნობის, გადამოწმების, შედარების, საბანკო და სხვა საქმიანობისათვის გამოყენების, ანალიზის, შენახვის და საკანონმდებლო ან/და სახელშეკრულებო ვალდებულებ(ებ)ის შესრულების მიზნებისთვის.

2.4   კომპანიის მიერ შეცვლილი პირობები არ გავრცელდება უკვე არსებულ ვალდებულებებზე. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი არ დაეთანხმება შეცვლილ პირობებს, კომპანია უფლებამოსილია მოშალოს წინამდებარე ხელშეკრულება, ამავე ხელშეკრულებით დადგენილი წესით.

3.     ტერმინთა განმარტება

წინამდებარე რეგულაციებით გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

3.1) მიმწოდებელი - კომპანია „შპს ჯეოსეილჯი“ რომელიც ახორციელებს მომხმარებლისათვის პროდუქციის შეთავაზებას და რეალიზაციას ანაზღაურების სანაცვლოდ.

3.2) მომხმარებელი - ნებისმიერი ქმედუნარიანი ფიზიკური პირი ან კანონმდებლობით რეგისტრირებული იურიდიული პირი, ამხანაგობა, ინდივიდუალური მეწარმე.

3.3) პროდუქციის მიწოდება - გულისხმობს მიმწოდებლის  მიერ მომხმარებლისთვის  პროდუქტზე საკუთრების უფლების გადაცემას სასყიდლით .

 

  1. პროდუქტისადა სერვისის აღწერები

 

4.1   კომპანიის მომსახურების მიღება შესაძლებელია, კონკრეტულ ველებში პირადი ინფორმაციის შეყვანის შემდეგ.

4.2   კომპანია ცდილობს წარუდგინოს მომხმარებელს როგორც პროდუქტების, ასევე სერვისის ზუსტი აღწერილობა. ამასთანავე კომპანია არ იძლევა გარანტიას რომ  დაზღვეულია აღწერილობები, ფერები, ზომები და სხვა დეტალები. 4.3   ფერები და სხვა დეტალები, რომელსაც მომხმარებელი ხედავს მის კომპიუტერში, შესაძლოა არ ემთხვეოდეს ფაქტობრივ პროდუქტს. შესაბამისად კომპანია არ იძლევა მომხმარებლის წინაშე გარანტიას, რომ მომხმარებლის კომპიუტერი ზუსტად აჩვენებს პროდუქტის დეტალებს,ფერებს,ზომებს.

 

5.     ნივთის შეძენა ვებ-გვერდის მეშვეობით

5.1   მიმწოდებელი სთავაზობსმომხმარებელს სხვადასხვა კატეგორიის პროდუქციას, როგორებიცაა: ტექნიკა,საყოფაცხოვრებო ნივთები,აბაზანის აქსესუარები,საბავშვო პროდუქცია,სპეციალური მოწობილობები და სხვა... რომლის შეძენაც შესაძლებელია ნაღდი ანგარიშსწორებით,საბანკო გადმორიცხვით.

5.2   დანიშნულების ადგილზე ნივთის დაგვიანებით მიტანის შემთხვევაში მიმწოდებელი არ აუქმებს შეკვეთას და არ ანაზღაურებს მიტანის საფასურს. (რადგან კომპანია თავად უზრუნველყოფს მიწოდების საფასურს, წინასწარ არ ხდება ჩარიცხვა ან ნივთის მიწოდების საფასურის წინასწარი გადახდა)

5.3   არასრული ავტორიზაციის, არასრული საკონტაქტო ინფორმაციის, არაზუსტი მისამართის და მოწოდების ინტრუქციების არსებობის შემთხვევაში, პროდუქციის მიწოდების შეფერხებაზე ან შეუსრულებლობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს. განმეორებით ვიზიტის ან სხვა მისამართზე მიწოდების შემთხვევაში, მომხმარებელი დამატებით იხდის მიწოდების საფასურს.

5.4   მიმწოდებელი პასუხს არ აგებს იმ დაზიანებაზე, ღირებულებასა ან ხარჯზე, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას მიუვალ ადგილზე, ან არასათანადო პირობების შედეგად.

5.5    ნივთის გადაცემა მოხდება იმ მომხმარებელზე, რომელმაც გააკეთა განაცხადი ან მის მიერ მითითებულ პირზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია ზუსტი ინფორმაცია მიაწოდოს მიმწოდებელს ნივთის ჩამბარებელი პირის შესახებ (სახელი, გვარი,პირადინომერი და ტელეფონინომერი) წინააღმდეგ შეთხვევაში ხელშეკრულება მხარეებს შორის არ გაფორმდება. ნივთის ჩაბარების მომენტში აუცილებელია მომხმარებელმა, ან მის მიერ მითითებულმა პირმა, იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

  1. მხარეთაპასუხისმგებლობა

 

6.1   ვებ-გვერდზე რეგისტრაციის შემდეგ, რეგისტრირებული მომხმარებელი პასუხს აგებს მომხმარებლისა და პაროლის გაუმჟღავნებლობაზე. მიმწოდებელი იხსნის პასუხისმგებლობას იმ შედეგებზე, რაც პირადი პორტალის მესამე პირის მიერ გამოყენების შედეგად შეიძლება დადგეს.

6.2   მომხმარებელი, ვებ-გვერდზე რეგისტრაციით ადასტურებს, რომ მის მიერ რეგისტრაციის დროს წარდგენილი ინფორმაცია  უტყუარი, ზუსტი და იურიდიული ძალის მქონეა. თუ მომხმარებლის მიერ მითითებული ნებისმიერი ინფორმაცია იცვლება, მომხმარებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს კომპანიას ამის შესახებ და მიაწოდოს შეცვლილი მონაცემები. წინააღმდეგ შემთხვევაში მის მიერ ბოლოს დაფიქსირებული საკონტაქტო მონაცემების მიხედვით გაგზავნილი ინფორმაცია მიღებულად ჩაითვლება.

 

7.     ინფორმაცია ფასების შესახებ

7.1 მიმწოდებელი უფლებამოსილია გააუქმოს ნებისმიერი შეკვეთა, რომელშიც გამოვლინდება ფასის ცდომილება მაშინაც, კი თუ მომხმარებლის შეკვეთა დადასტურებულია და  კომპანიისგან მიღებული აქვს მიწოდების ინსტრუქციები. მოცემული შემთხვევის არსებობისას მომხმარებელმა შესაძლოა მიიღოს შეტყობინება შეკვეთის გაუქმების ან ინსტრუქციების შესახებ.

7.2   მიმწოდებლის მიერ გამოქვეყნებული პროდუქციის ფასი შესაძლებელია შეიცვალოს ნებისმიერ დროს. ამდენად, მომხმარებლის მიერ მხოლოდ სასურველ ნივთებში დამატება ვერ უზრუნველყოფს ფასის ცვლილების შეჩერებას. მომხმარებელი კომპანიის ვებ-გვერდზე ავტორიზაციის გავლის გზით, მომსახურების შეცვლილ პირობებს ეთანხმება, ხოლო თუ ცვლილება ეხება ნივთის ღირებულების შესახებ ცვლილებას , რომელიც შეძენილი არ არის, მომხმარებელს თავისი სურვილით შეუძლია შეიძინოს  ან გააუქმოს შეკვეთა. 

 

8.     შეკვეთის დადასტურება

8.1   ყიდვის ოპერაციის დასრულებისას მომხმარებელი ეთანხმება პირობას, რომ გადაიხდის შეკვეთილი პროდუქციის საფასურს.

8.2   მომხმარებელი ვალდებულია წარმოადგინოს ზუსტი და უტყუარი ინფორმაცია, რომ აირიდოს პრობლემა შეკვეთის გაუქმებასთან დაკავშირებით. ამასთანავე მომხმარებელი ვალდებულია კომპანიის შეხედულებისამებრ ნებისმიერ დროს მიაწოდოს საჭირო დამატებითი ინფორმაცია.

9.     პროდუქტის დაბრუნება და გარანტიები

პროდუქტის დასაბრუნებლად მომხმარებელმა პროდუქტი უნდა შეამოწმოს კურიერის თან დასწრებით. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელმა, პროდუქტის ჩაბარების შემდეგ აღმოაჩინა პროდუქტის ქარხნული წუნი მომხმარებელი აუცილებლად უნდა დაუკავშირდეს კომპანიას ნივთის ჩაბარებიდან 24 საათში. პროდუქტი უნდა დაუბრუნდეს მაღაზიას დაუზიანებელი ყუთით, სრული შეფუთვით, კომპლექტაციითა და ყოველგვარი მექანიკური დაზიანების გარეშე(პროდუქციის დაბრუნების საფასურს 24 საათის განმავლობაში არ იხდის მომხმარებელი, 24 სთ შეუტყობინებლობის შემთხვევაში კურიერული მომსახურების საფასუს იხდის მომხმარებელი). კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას დაბრუნებულ პროდუქტზე იმ მომენტამდე, სანამ არ მიიღებს მას.

10.   მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავათა გადაწყვეტის წესი:

წინამდებარე ხელშეკრულება და მისგან გამომდინარე მხარეთა უფლება-მოვალეობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. მხარეთა შორის წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი გადაწყდება ურთიერთმოლაპარაკების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავის განხილვა და გადაწყვეტა მოხდება საქართველოს საერთო სასამართლოების კანონმდებლობის საფუძველზე.

 

  1. პასუხისმგებლობისგანგათავისუფლება

 

11.1       მხარეები თავისუფლდებიან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობით გამოწვეული პასუხისმგებლობისგან, თუ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეულია დაუძლეველი ძალის ( სტიქიური უბედურება, საგანგებო ან საომარი მდგომარეობა, სამოქალაქო მღელვარება, გაფიცვა, სახელმწიფოს მხრიდან ისეთი ნორმატიული ან ადმინისტრაციული შეზღუდვების დაწესება, რომელიც ზეგავლენას ახდენს ვალდებულების შესრულებაზე).

11.2         მხარე, რომელსაც მიზეზად დაუძლეველი ძალის მოვლენები მოჰყავს, ვალდებულია დაუძლეველი ძალის დადგომისთანავე   დაუყოვნებლივ აცნობოს მეორე მხარეს წერილობით, ასეთი მოვლენების  არსებობის შესახებ.

12. დამატებითი პირობები

12.1                       შეკვეთის განსახორცილებელად მომხმარებელმა უნდა  მონაცემები (სახელი გვარი ტელეფონი მისამართი) მოცემულ ვებ-გვერდზე www.geosale.ge , წესებსა და პირობებზე თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით/აღიარებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ზუსტ და უტყუარ მონაცემებს. ინფორმაციის მოწოდება მოხდა მომხმარებლის საკუთარი სურვილით და ამისათვის მომხმარებელს გააჩნია კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და ნებართვა.

12.2       პროდუქტის შესაძენად მომხმარებელს შეუძლია მხოლოდ იმ გადახდის მეთოდის გამოყენება, რაც განთვასებულია ვებ-გვერდზე. (და წარმოდგენილია კომპანიის მიერ)

12.3    საიტის გამოყენების წესებსა და პირობებში შესაძლო ცვლილებების გასაგებად მომხმარებელი რეგულარულად უნდა გაეცნოს მას.

 

 

ბოლო განახლება: 20/01/2021