კატალოგი

ონლაინ ყიდვა, სასარგებლო რჩევები

13 ივნისი 2020, შაბ

მომხმარებელთა დაცვის პოლიტიკა

როგორ ვიყიდო პროდუქცია ონლაინ?

ვარ თუ არა დაზღვეული პროდუქციის მოწოდებით ან მისი საგარანტიო მომსახურების დროს?

  • საქართველოს ბაზარზე არსებული ხშირი შემთხვევების გამო,საჭიროდ ჩავთვალეთ აღნიშნული საკითხი გაგვეზიარებინა ჩვენი კომპანიის მომხმარებლებისთვის და არა მხოლოდ მათთვის, ადამიანებისთვის რომლებიც ონლაინ ყიდვით სარგებლობენ.
  • უამრავი შეკითხვა და სასოწარკვეთილი მომხმარებლის შეტყობინება შემოგვდის რომ ვერ პოულობენ იმ კომპანიას სადაც იყიდეს ნივთი. ხშირად ჩვენც ავღმოჩენილვართ მომხმარებლიდან თავდასხმის მსხვერპლი რადგან არსებობს ადამიანთა კატეგორია რომელთაც ყველა ონლაინ მაღაზია ერთი ჰგონიათ.
  • როდესაც ვარჩევთ პროდუქციას და ვაპირებთ,რომ შევიძინოთ ესათუის ნივთი პირველ რიგში დააკვირდით რამდენად გამჭირვალეა ის საიტი თუ ფბ გვერდი სადაც არჩევთ ნივთს, უწერიათ თუ არა საკონტაქტო ნომერი,მოახდინეთ მისი გადამოწმება,აქვთ თუ არა მისამართი, გაძლევთ თუ არა ოფიციალურ საგარანტიო ტალონს რომელზეც წარმოდგენილია კომპანიის ბეჭედი ან კომპანიის წარმომადგენლის ხელმოწერა.ასევე აქვს თუ არა სერვისცენტრი მაღაზიას რომლისგანაც ვყიდულობთ და მოთხოვეთ მისამართი. მოძებნეთ საძიებო სისტემაში რამდენად რეალურია ინფორმაცია რომელსაც გაწვდიან. დააკვირდით ხალხის ჩართულობას ამ გვერდზე ან საიტზე სადაც ყიდულობთ,თუ კომპანია არ მალავს ინფორმაციას ყველა დეტალი ექნება მითითებული თავის ფბ გვერდზე. ან მოგაწვდით სურვილის შემთხვევაში. ამ ყველაფრით ხართ დაზღვეული რომ მაღაზია ან ონლაინ მაღაზია მეორე დღეს არ გაქრება. დაფიქრდით, სანამ ერთჯერადი ფბ გვერდებიდან შეიძენთ ნივთებს რომელთაც არ გააჩნიათ ზემოთ აღნიშნული არცერთი ინფორმაცია.  
  • საქართველოს ბაზარზე არსებობს ბევრი უცნაური საიტი ან ფბ გვერდი რომელიც იქმნება მხოლოდ 1 დღით იყიდება პროდუქცია და მეორე დღეს აქრობენ. ნივთები იყიდება არცთუისე დაბალ ფასად. საკმაოდ მაღალ ფასებში. თქვენ შესაძლოა ჩაიბაროთ ნივთი,მაგრამ საგარანტიო მომსახურება თქენთვის უქმდება თუ კომპანიის არანაერი ინფორმაცია არ გაგაჩნიათ მეორე ან მესამე დღეს რომ გაგიფუჭდეთ პროდუქცია მის შეკეთებაზე ან საგარანტიო დეტალებზე არავინ იზრუნებს.
  • შეიძინეთ ისეთი მაღაზიებიდან სადაც არ გთხოვენ წინასწარ ჩარიცხვებს, აქვთ მისამართი, აქვთ სერვისი და არის მოწერსრიგებული კომპანია სერვისის მხრივ.

 

კომენტარები
გამოხმაურებები არ არის
კომენტარის დატოვება
სახელი, გვარი*
Email
დაწერეთ კომენტარი*
მაღალი ხარისხი
მარტივი ყიდვის პროცედურა
ადგილზე მიტანა საქართველოს მასშტაბით
კომფორტული სერვისები